უკრაინელი ცნობილი მსახიობის პაშა ლის გმირულად გარდაცვალების მიზეზი ბავშვების დაცვის მცდელობისას რუსული ჭურვები გახდა. ამის შესახებ უკრაინული მედია მისი ახლო მეგობრის, ასევე ცნობილი მომღერლის, კამალიას მიერ მოყოლილი ამბავზე დაყრდნობით წერს.
როგორც კამალიამ აღნიშნა, მსახიობმა ჯავშანჟილეტი გაიხადა და ბავშვებს გადააფარა.
“ჩემი მოდერატორი დიმა მუცლის არეში მძიმედ დაიჭრა. ზურგსა და ორივე ფეხში ტყვიამ გაუარა. დიმა ფაშა ლისთან ერთად იმავე ბატალიონში მსახურობდა.
ქალაქ ირპინის დაბომბვისას, ცეცხლმოკიდებული სახლიდან ხალხის ევაკუაციის დროს ორივე მძიმედ დაშავდა, გაიხადეს ჯავშანჟილეტები და ბავშვების რუსი ორკების მიერ ნასროლი ტყვიებისგან დასაცავად გამოიყენეს, ისინი თავშესაფარში გადაიყვანეს.
ცხრავე ბავშვი გადარჩა!
სამწუხაროდ, ფაშა ლი ვერ გადაარჩინეს… დიდება ჩვენს უკრაინელ გმირებს”, – განაცხადა კამალიამ.
უკრაინაში ომს ცნობილი უკრაინელი მსახიობი პაშა ლი 6 მარტს შეეწირა. 33 წლის მსახიობი ქალაქ ირპენში, რუსი ოკუპანტების ცეცხლის ქვეშ მოყვა.
