LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაბრუნება აფხაზეთიდან 28 წლის შემდეგ – ვინ არის 6 მებრძოლი, რომელთა დატირება ოჯახებმა მხოლოდ ახლა შეძლეს

160
ფოტო 44

1992-1993 წლებში, აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული 13 იდენტიფიცირებული პირი, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების 6 მონაწილის ცხედრები 28 წლის შემდეგ, ოჯახებს დაუბრუნდა.

მებრძოლები ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებოდნენ.

ესენი არიან ზიგურდი მურუსიძე, ლევან ფუხაშვილი, თამაზ ტატდაევი/ჩოხელი, ჯენერი კირთაძე, მიზდონ გაზდელიანი, ლევან მემანიშვილი.

აფხაზეთიდან კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 პირის ნეშტი გადმოასვენეს

დღეს, 23 აპრილს, ნეშტებს, სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, ხოლო 24 აპრილს, 14:00 საათზე მოხდება მათი გამოსვენება.

ოჯახების სურვილის გათვალისწინებით, ნეშტების დაკრძალვა, სხვადასხვა ლოკაციებზე დაიგეგმა.

ზიგურდი მურუსიძის, ლევან ფუხაშვილის, თამაზ ტატდაევის და ჯენერი კირთაძის სამხედრო პატივით დაკრძალვის ცერემონია გაიმართება 24 აპრილს, 15:00 საათზე დიღმის ძმათა სასაფლაოზე.

ოჯახების სურვილით, ორ მებრძოლს – მიზდონ გაზდელიანს სამგორის რაიონში, წინუბანში, ხოლო ლევან მემანიშვილს ბოლნისში დაკრძალავენ.

ცხედრების დაბრუნება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ძალისხმევით მოხდა.

ფოტო: რუსთავი 2.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g