LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაბრუნებას ნამდვილად არ ვაპირებ“ – მაიკლ დუგლასი განცხადებას ავრცელებს

145
page

80 წლის მა­იკლ დუ­გ­ლას­მა ჩე­ხეთ­ში, „კარ­ლო­ვი-ვა­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე“ გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ სამსახიობო კარიერას წყვეტს.

„2022 წლი­დან აღარ მი­მუ­შა­ვია, მივ­ხვდი, რომ უნდა შე­მე­წყვი­ტა… თით­ქმის 60 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში საკ­მა­ოდ ბევ­რი ვიმუშავე. არ მინ­და ისე­თი მსა­ხი­ო­ბი ვიყო, რო­მელიც ვერ ხვდება, რომ წასვლის დროა. დაბ­რუ­ნე­ბას ნამ­დვი­ლად არ ვა­პი­რებ, თუმ­ცა, არც პენ­სი­ა­ზე გავ­დივარ“, – გა­ნა­ცხა­და მსა­ხი­ობ­მა.

ცნობისთვის, დუ­გ­ლას­მა კი­ნო­კა­რი­ე­რა 1960-იან წლებ­ში და­ი­წყო. მან პირ­ვე­ლი „ოს­კა­რი“ 1975 წელს, პრო­დი­უ­სერ­ის რანგში, ფილ­მის­თვის „ვი­ღა­ცამ გუ­გუ­ლის ბუ­დეს გა­და­უფ­რი­ნა“ მიიღო. მე­ო­რე „ოსკარი“ კი ფილმში „უოლ-სტრი­ტი“ მთავარი როლის შესრულებისთვის მოიპოვა.

ვიდეო: „ვზეიმობთ ფილმის „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“ 50 წლის იუბილეს“ – მაიკლ დუგლასი კეტრინ ზეტა-ჯონსთან განქორწინების ფონზე, სიცილიიდან პოსტს ავრცელებს

ქალიშვილისთვის გაერთიანებულები – განქორწინების ზღვარზე მყოფი მაიკლ დუგლასისა და კეტრინ ზეტა ჯონსის უახლესი ფოტოები

„80 წლის ასაკში მოპოვებული თავისუფლება“ – 25 წლიანი ქორწინების დასრულების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, მაიკლ დუგლასისა და კეტრინ ზეტა-ჯონსის პოსტები „ინსტაგრამიდან“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები