LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაჩი გრძელიშვილი: „პირადად მე, თუნდაც ერთი ადამიანის დამცირებად და დაჩაგვრად არ მიღირს ყველაზე დიდი სამართლიანობის აღდგენაც კი…“

188
dachigrdzelishvili

ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პენიტენციური სისტემის მიერ ოფიციალურად გავრცელებულ კადრებს ეხმიანება და წერს:

„როდესაც სახელმწიფო ციხიდან სააკაშვილის კადრებს ავრცელებს, მე, როგორც კანონმორჩილ საშუალო სტატისტიკურ მოქალაქეს, რა მევალება? რას მოითხოვენ ჩემგან, რა უნდა გავაკეთო? საქართველოს პრეზიდენტის სტატუსს რომ თავი დავანებო, თუნდაც, უბრალო პატიმარს რომ რომ ტრ…ზე ახოხიალებენ, ამაზე თვალი უნდა დავხუჭო და მარტო ის უნდა ვიფიქრო რომ მიშა ჯანზეა? და ესე იგი, არ შიმშილობს? ან იქნებ, ის უნდა ვიფიქრო, რომ ამათ ხელში მტერი მოხვდა, სჯობს ჭკვიანად ვიყო, თორე „იქ“ ვერავინ მიშველის? თუ სამართლიანობის აღდგენა უნდა ვიზეიმო და ნიშნისმოგებით ვთქვა – მაგის დროს რო ხდებოდა ხო კაი იყო, ახლა თვითონ იგემოს-მეთქი? და რას მასწავლის მე, რიგით კანონმორჩილ მოქალაქეს ამით ჩემი ცალტვინა მთავრობა???  – რომ ვინმე თუ რამეს დამიშავებს, კანონის მიხედვით კი არ მოვიქცე, დავიჭირო და თავ-ყბა გავუერთიანო? რომ თუ მოწინააღმდეგე ხელში ჩავიგდე, ყველაფერი მოსულა?

– თქვენი არ ვიცი და პირადად მე, თუნდაც ერთი ადამიანის დამცირებად და დაჩაგვრად არ მიღირს ყველაზე დიდი სამართლიანობის აღდგენაც კი, იმიტომ რომ სამართლიანობის სახელით ჩადენილი უსამართლობის არ მჯერა; და კიდევ, პუტინის კმაყოფილებით სავსე დამცინავ ღიმილს რომ წარმოვიდგენ, ქოცნების პატარა კაცობა გულისამრევი ხდება…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები