LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაჩი გრძელიშვილი ჟურნალისტებს: “ამაზრზენია უკვე ეს დაუსრულებელი, პრიმიტიული მედია-ფანოღობა…ბევად უარესია, კიდევ ათასობით საყრდენი კედლის საფრთხეს რომ არ იკვლევ და უკვე მომხდარზე მედია-ფანოღობით იფარგლები”

545
dachi-grdzelishvili2011255-2020-11-26-11-57-58-348179 (1)

ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი სოციალურ ქსელში მედიის წარმომადგენლებს მიმართავს.

როგორც გრძელიშვილი აღნიშნავს, “წუხილს არ სჭირდება გამაძლიერებელი ეფექტები”.

მისივე თქმით, ჟურნალისტებმა უნდა დასვან შეკითხვები და მოითხოვონ პასუხები, რათა მოხდეს რეალური საფრთხეების პრევენცია.

“საბედნიეროდ, ჩემს ყველა კოლეგას არ ეხება. მაგრამ, დალოცვილებო – ცხოვრებაში ერთხელ მაინც, გავცდეთ ტრაგედიის ზედაპირს, მშობლების ცრემლებს, გარდაცვლილთა ფოტოსურათებს, სევდიანი მუსიკის ფონს… ამაზრზენია უკვე ეს დაუსრულებელი, პრიმიტიული მედია-ფანოღობა. ჩვენს წუხილს არ სჭირდება გამაძლიერებელი ეფექტები, გული გვაქვს და არა დისკოთეკა. ჩვენს წუხილს და გარდაცვლილთა ახლობლებსაც, ყველაზე მეტად პრევენცია სჭირდებათ, მიზეზების მოძიება და მენტალობის, სისტემის მორყევა – სისტემისა, რომელიც ათწლეულებია, ყველა მთავრობის დროს უცვლელი რჩება… არაპროფესიონალიზმი მარტო ის არაა, ვიღაცა საყრდენ კედელს რომ გამოაცლის სახლს. ბევად უარესია, კიდევ ათასობით საყრდენი კედლის საფრთხეს რომ არ იკვლევ და უკვე მომხდარზე მედია-ფანოღობით იფარგლები. დასვით შეკითხვები და მოითხოვეთ პასუხები – თორემ ვიცხოვრებთ ასე მარადიულად, შექსპირის 66-ე სონეტში!”-წერს დაჩი გრძელიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები