LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაცულია თუ არა თქვენი შრომითი უსაფრთხოება სამსახურში – იურისტის რჩევები

9
eka 2 2

შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტები, დიდ საწარმოებში არსებული რთული ვითარება და მოქალაქეების უფლებები – ცოტა ხნის წინ ტყიბულის შახტში მორიგი უბედური შემთხვევა მოხდა,. რა დროსაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, 8 კი დაშავდა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ასეთი ტრაგედიის წინაშე აღმოვჩნდით, სწორედ ამიტომ დავინტერესდით და ვკითხეთ იურისტებს, რა უნდა იცოდნენ, ამ თემებზე. ადვოკატმა ეკა ლომიძემ პროცესის ჩანიშვნის გამო, ჩართვა ვერ მოახერხა და წერილობითი ფორმით მოგვაწოდა ინფორმაცია.

“ფორტუნას” კითხვაზე, რა უნდა იცოდეს მოქალაქემ შრომითი ხელშეკრულების დადებამდე, იურისტმა გვითხრა: 

“კანონით არის განსაზღვრული ვალდებულება, რომ ხელშეკრულების გაფორმებამდე იცოდეთ ყველა დეტალი, მათ შორის, ვადებზე, პირობებზე, რა ფორმით იქნება ის დადებული, შრომითი პირობები, ანაზღაურება, დასაქმებულების უფლებრივი მდგომარეობა. კანონის თანახმად, დამსაქმებელს ეკრძალება, ხელშეკრულების დადებამდე, მისთვის მიწოდებული ინფორმაციის გასაჯაროება. რაც შეეხება იმას, რა არის, შრომითი ხელშეკრულება. ეს არის დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისთვის გარკვეული სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.

შრომით უსაფრთხოების ნაწილზე რომ გადავიდეთ – ყველა დამსაქმებელი ვალდებულია, თითოეულ თქვენგანს შეგიქმნათ სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემო დასაქმების ადგილზე, ასევე ის ვალდებულია, სამუშაო გარემოს უსაფრთხოება უზრუნველყოს, თუმცა ეს ხშირად არ არის ხოლმე გათვალისწინებული. გარკვეულ შემთხვევებში არის შრომითი ურთიერთობს დასრულების ფაქტები, რომლის საფუძვლები წინასწარ და ამომწურავად არის კანონში გაწერილი. შეწყვეტის საფუძველი ბევრი რამ შეიძლება იყოს, როგორც ხელშეკრულების ვადის გასვლა, ეკონომიკური გარემოებები, დასაქმებულის მიერ საკუთარი ნებით სამსახურიდან წასვლა, დასაქმებულის კვალიფიკაციის საკითხი შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ოღონდ ერთია ხელშეკრულების შეწყვეტა, მეორეა – რა ხდება ამის შემდეგ. 

მნიშვნელოვანი საკითხია კომპენსაცია. ის ეძლევა დასაქმებულს, მაგრამ რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის გააფრთხილა დამსაქმებელმა დასაქმებული, წერილობითი შეტყობინება როდის გაუგზავნა. ანუ თუ 30 დღით ადრე შეგატყობინეს, სულ მცირე 1 თვის ანაზღაურება უნდა გადაგიხადოთ კომპენსაციის სახით. თუ გაფრთხილება რამდენიმე დღით ადრეა, მინიმუმ 2 თვის თანხის გადახდა მოუწევს დამსაქმებელს. ასევე უნდა, დაასაბუთოს დამსაქმებელმა კონკრეტული მიზეზები, რის გამოც წყდება შრომითი ხელშეკრულება”.

ეს არის ის ინფორმაცია და კონსულტაცია, რაც ადვოკატმა ეკა ლომიძემ ჩვენს მსმენელებს მისცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g