LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაცვის მხარისათვის ჩემი მოსმენა დისკომფორტია, ისინი აცხადებენ, რომ თითქოს მათი „კიკინიანი“ შვილები პროკურატურას შეკვეთილი ბრალით დავაჭერინე, მაშინ მათ ჩემი მოსმენა უნდა უნდოდეთ“ – გიგა ავალიანის დედა

340
ეკა კუპატაძე

„დაცვის მხარისათვის ჩემო მოსმენა დისკომფორტია. დაცვის მხარე აცხადებს, რომ თითქოს პროკურატურას მათი შვილების ბრალი შევუკვეთე და მათი კიკინიანი შვილები პროკურატურას შეკვეთილი ბრალით დავაჭერინე, მაშინ მათ ჩემი მოსმენა უნდა უნდოდეთ“, – ამის შესახებ მოკლული ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ განაცხადა.

ეკა კუპატაძე: „არავის შეგარჩენთ ერთი შვილის გაჩერებულ გულს და მეორე შვილის აძიგძიგებულ გულს! დილით, ეს სურათი გამომიგზავნა გიგას მეგობარმა და ნიკას ნიკაპი ტირილ-ღიმილით აუცახცახდა…“

ეკა კუპატაძის თქმით, „იმის შანსი, რომ მოსამართლის წინაშე დაეკითხათ [ეკა კუპატაძე], ხელიდან გაუშვეს“.

„ასევე, ნია იმნაძის ადვოკატმა, გიორგი ლეკიაშვილმა არაერთი ცნობა წარადგინა სასამართლოში, ამ ცნობების ავთენტურობას მოვიკვლევ და დავადგენ. პირველი ცნობა, არის კარდიოლოგის და ცნობის მიხედვით, გულის სტრუქტურა და ფუნქცია ნორმაშია და კარგად მუშაობს. მე-2 და მე-3 ცნობები სრული შოკია, რომელთა მიხედვითაც ირკვევა, რომ ეს ცნობები ერთი და იმავე ფსიქოთერაპევტმა გასცა. მან პაციენტი 4 თებერვალს ნახა. ანამნეზი იმდენად მძიმე არის, რომ დანიშნული აქვს მედიკამენტი, რომელიც პიტნას, „ვალერიანს“ და ბარამბოს შეიცავს. ფსიქოთერაპევტმა პაციენტი 4 თებერვალს ნახა, პირველი ცნობა 9 თებერვალს, მეორე კი 27 აპრილს გასცა, სასამართლო პროცესის წინა დღეს, რომელზეც ის უნდა გამოცხადებულიყო. 2 თვის წინ ნანახით გასცა ცნობა ფსიქოთერაპევტმა, ეს უკვე განგაშია.

27 აპრილის ცნობაში ჩამატებულია, რომ პაციენტმა კარდიოლოგს მიმართა. მაგრამ, იცოდა თუ არა ფსიქოთერაპევტმა რომ ნია იმნაძის სახლში ფარული მოსასმენები იყო დამონტაჟებული? ჩანაწერებიდან დგინდება, რომ ნია იმნაძე 4 თებერვალს საკმაოდ ლაღი და ბედნიერია. იცოდა თუ არა ფსიქოთერაპევტმა, რომ იმნაძის გული ჯანმრთელი იყო. მართლმსაჯულება, რომ გულის ფართხალზე იყოს დამოკიდებული, ციხეები ცარიელი იქნებოდა და სასამართლო პროცესები მთქნარებაში იქნება წარმართული“, – განაცხადა ეკა კუპატაძემ.

ცნობისათვის, გიგა ავალიანის საქმეზე მსჯავრდებულ ორ არასრულწლოვანს – ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 14-14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. რაც შეეხება დემეტრე ჩიქოვანს, მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გამოიტანა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, მსჯავრდებულებს სასჯელი 1/4-ით შეუმცირდათ, შესაბამისად, გაბაშვილი და რიკაძე პენიტენციურ დაწესებულებაში 10 წელსა 6 თვეს მოიხდიან, დემეტრე ჩიქოვანი კი 6 წელსა და 9 თვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g