LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა კუპატაძე: „არავის შეგარჩენთ ერთი შვილის გაჩერებულ გულს და მეორე შვილის აძიგძიგებულ გულს! დილით, ეს სურათი გამომიგზავნა გიგას მეგობარმა და ნიკას ნიკაპი ტირილ-ღიმილით აუცახცახდა…“

729
გიგა ავალიანი, ეკა კუპატაძე

„სავარაუდოდ, დღეს – 28 აპრილს, 16:00სთ-ზე, მომიწევს ჩიქოვანი-ნასყიდაშვილის სასამართლო პროცესზე გამოსვლა და ჩემი პოზიციის დაფიქსირება“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე წერს.

მოკლული მასწავლებლის დედა ამბობს, რომ სავარაუდოდ სასამართლო პროცესზე უნდა დაიკითხოს ერთ-ერთი არასრულწლოვანი, თუმცა კუპატაძის თქმით, მისი ადვოკატი „ცდილობს დაამტკიცოს, თითქოს არასრულწლოვანს აქვს ფსიქოლოგიური პრობლემები“, ამიტომ ეკა კუპატაძე ვარაუდობს, რომ ის პროცესზე არ გამოცხადდება.

მოკლული მასწავლებლის დედა მიმართავს ექიმებსაც:

„სავარაუდოდ, დღეს – 28 აპრილს, 16:00სთ-ზე, მომიწევს ჩიქოვანი-ნასყიდაშვილის სასამართლო პროცესზე გამოსვლა და ჩემი პოზიციის დაფიქსირება.
სავარაუდოდ-თქო ვამბობ იმიტომ, რომ დღეს სასამართლო პროცესზე წესით უნდა დაიკითხოს ნია იმნაძე.
მისი ადვოკატი, გიორგი ლეკიშვილი, ცდილობს დაამტკიცოს, თითქოს ნია იმნაძეს აქვს ფსიქოლოგიური პრობლემები და შესაძლოა სასამართლო პროცესზე გაუსკდეს გული, ან მოკლან კუპატაძე-ავალიანებმა!
და ვინაიდან, დიდი ალბათობით არ მოვა ნია იმნაძე პროცესზე, დავრჩი მხოლოდ მე.
ვაფრთხილებ ყველა ექიმს,
კანონის მთელი სიმკაცრით აგებთ პასუხს, თქვენს ხელმოწერილ ცნობებზე!
როგორც იცით, მოწმის სახით ჩემი დაკითხვა არ ხდება, მაგრამ იცოდეს მკვლელების ოჯახებმა, თქვენი სიტყვის იურიდიულ ძალაზე დიდი იქნება ჩემი სიტყვის მორალური ძალა, რადგან, თქვენი სიტყვა არის ფარსი და იცავთ მოძალადეებს!
ჩემი სიტყვა არის მართალი და ვიცავ უდანაშაულო შვილს!
დაგადუღებთ!!!
არავის შეგარჩენთ ერთი შვილის გაჩერებულ გულს და მეორე შვილის აძიგძიგებულ გულს!!!
ცოტაც და გავგიჟდები დეე!!! — მითხრა, ღამის 4-5 საათზე, ნიკამ ორი დღის წინ…..
დილით, ეს სურათი გამომიგზავნა გიგას მეგობარმა და ნიკას ნიკაპი ტირილ-ღიმილით აუცახცახდა…….
ასე, თითო-თითოდ გვიგროვებენ გიგას მეგობრები და მოსწავლეები სურათებს და 28 ცალი ვერც კი შევაგროვეთ ჯერ………“ – წერს ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში.

✅სავარაუდოდ, დღეს — 28 აპრილს, 16:00სთ-ზე, მომიწევს ჩიქოვანი-ნასყიდაშვილის სასამართლო პროცესზე გამოსვლა და ჩემი პოზიციის…

Posted by ეკა კუპატაძე on სამშაბათი, 28 აპრილი, 2026
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g