LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დადასტურებული შემთხვევების 10% შეგვიძლია ვთქვათ, რომ “ომიკრონია”: ამირან გამყრელიძე

814
amiranagamyrelidze-1638353928

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში დადასტურებული შემთხვევების 10% ომიკრონია.

მისი განმარტებით, აღნიშნული შტამი მკვეთრად მოიმატებს, რადგან კვლევაში რამდენიმე ასეული საეჭვო ნიმუშია.

“რამდენიმე ასეული საეჭვო შემთხვევა არის კვლევაში, ანუ დიდი ალბათობით “ომიკრონის” შემთხვევები მოიმატებს დღეს და ხვალ. საერთოდ დადასტურებული შემთხვევების 10%, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის “ომიკრონი”.

იმატებს 18 წლამდე ბავშთა და მოზარდთა ასაკში შემთხვევების რაოდენობა. ჯერჯერობით ჰოსპიტალურ სექტორზე დატვირთვა არ იზრდება, მაგრამ იზრდება ლაბორატორიულ და ამბოლატორიულ სექტორზე. ჰოსპიტალში “ომიკრონის” 600 შემთხვევიდან სულ მოხვდა 8 ადამიანი,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g