LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დადიანის ქუჩაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებული ქალის ადვოკატი: აბსოლუტურად გამორიცხულია სხვა განზრახვა, ეს იყო უბრალოდ ტექნიკური შეცდომა, მანქანის პატარა ნაწილის გაუმართაობა

1411
მიმი კაზალიკაშვილი

ეს ქალბატონი საკმაოდ კარგი მძღოლია, კარგად იცის მართვა, მაგრამ ხანდახან ხდება ხოლმე – აბსოლუტურად გამორიცხულია სხვა განზრახვა, ეს იყო უბრალოდ ტექნიკური შეცდომა, მანქანის პატარა ნაწილის გაუმართაობა, – ამის შესახებ თბილისში, დადიანის ქუჩაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებული რუსეთის მოქალაქის ადვოკატმა იმედა ქარქაშაძემ განაცხადა.

ადვოკატის თქმით, ბრალდებული საქართველოში საცხოვრებლად რამდენიმე წლის წინ ქმართან ერთად გადმოვიდა.

„მეც ვნახე სოციალურ ქსელში ზოგადად დამოკიდებულება ამ ქალბატონის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მოქალაქე არის, მაგრამ მეუღლე ჰყავს უკრაინის მოქალაქე. დიდი ხანია საქართველოში იმყოფებიან და არანაირი კავშირი არ აქვთ არც უკრაინასთან და არც რუსეთთან. აქ ცხოვრობენ და აქ მოღვაწეობენ.

ეს ქალბატონი საკმაოდ კარგი მძღოლია, კარგად იცის მართვა, მაგრამ ხანდახან ხდება ხოლმე. სპეციალურად რომ მოეკლა მაშინ განზრახ მკვლელობა იქნებოდა და არა ავტოსაგზაო შემთხვევა. აბსოლუტურად გამორიცხულია სხვა განზრახვა, ეს იყო უბრალოდ ტექნიკური შეცდომა, მანქანის პატარა ნაწილის გაუმართაობა, რამაც შემდგომ გამოიწვია ეს ყველაფერი. არსად გაქცეულა განსხვავებით სხვებისგან, რომლებიც ტოვებენ და გარბიან. იქვე იყო, დარჩა, დააკავეს ადგილზე, ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები და დააკავეს“, – განაცხადა ადვოკატმა „ტვ პირველთან”.

პროკურატურის ინფორმაციით, დადიანის ქუჩაზე მომხდარი ავარიის ფაქტზე, რასაც შუახნის ქალი ემსხვერპლა, მძღოლს უკვე შეფარდებული აქვს პატიმრობა.

გავრცელებული ვიდეოკადრების თანახმად, ქალი ტროტუარზე გადაადგილდებოდა, როდესაც ტროტუარიდანვე დაძრული მანქანა მას დაეჯახა და იქვე მდგარ ავტომობილს მიაჯახა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები