დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში ვაშლიჯვრის ფერდობზე განვითარებული მეწყრული პროცესის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც სეისმოლოგი წერს, გუშინ, გერმანელ მეცნიერებთად ყველა პუნქტზე შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა მეწყრის ხელის დაკარებაზე, საუბარი არ ყოფილა. გოდოლაძის განცხადებით, დაძრული მასშტაბური მეწყრის დროს, დანკერული პრინციპის გამოყენება დაუშვებელია.
“მნიშვნელოვანი ინფორმაცია!
გუშინ საუბრის დროს ყველა პუნქტზე შევთანხმდით გერმანელ მეცნიერებთან! მათ ცალსახად თქვეს, რომ ერთადერთი რაც შეიძლებ გაკეთდეს, ბარიერებია, რომ მეწყრის გავრცელების სიჩქარე დავაგდოთ და ხალხს დრო მივცეთ! მეწყრის ხელის დაკარებაზე საუბარიც არ ყოფილა. ყველამ ვიცით რომ საშიშია!!!
მთავარია მონიტორინგი და მოგვიწონეს რასაც ვაკეთებთ, ყველა პუქტზე დაგვეთანხმნენ!!! თქვეს, რომ აქ ბევრი “ჭკვიანის” პოზიციას არ იზიარებენ და საშიშია! დაგვღუპავენ ეს საბჭოთა სკოლის ხალხი!!! ინგლისური ისწავლეთ და დაგუგლეთ! დაძრული მასშტაბური მეწყრის დროს, რომელი ჭკვიანი აკეთებს დაანკერებას!!,” – წერს სეისმოლოგი.
“ორად გაყოფილი” ვაშლიჯვრის ფერდობი და სპეციალისტები კვლავ გამოსვლის ძიებაში