LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დაელოდოს ბიძინა ივანიშვილი და კრემლის პროპაგანდისტები ხალხის რისხვას” – ენმ-მ შეკვეთილში აქცია გამართა

157
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (2)

“დაელოდოს ბიძინა ივანიშვილი და კრემლის პროპაგანდისტები ხალხის რისხვას”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა შეკვეთილში განაცხადა, სადაც ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარედ ენმ-მ საპროტესტო აქცია გამართა.

მისი თქმით, საპროტესტო აქციები სხვადასხვა ქალაქში გაგრძელდება.

„მაღალი თანამდებობის პირებმა, ასევე ბიძინა ივანიშვილმა უნდა იცოდნენ, რომ მშვიდი პოლიტიკური ცხოვრება ვერ ექნებათ. დღეს მშვიდობიანი გამაფრთხილებელი აქციები გვაქვს. საბოლოო ჯამში, ეს პროტესტი აზვირთდება და თავს მოიყრის დედაქალაქის ცენტრში, შემდეგ უკვე დაველოდოთ, რა განაჩენს გამოუტანს ქართველი ხალხი ივანიშვილს და მის კრიმინალურ დაჯგუფებას. ხალხი არის მსაჯული, გადაწყვეტილების მიმღები და დარწმუნებული ვარ, პუტინის ტყვე მიხეილ სააკაშვილი და ჩვენი ქვეყანაც იქნება თავისუფალი. ვისაც გაქვთ პროტესტის გრძნობა, გამოდით გარეთ, გამოხატეთ თქვენი უკმაყოფილება. მე ვარ გარანტი, მე და  „ნაციონალური მოძრაობა“ უზრუნველყოფთ თქვენს ჩამოყვანას, მობილიზებას დედაქალაქში. დაელოდოს ბიძინა ივანიშვილი და კრემლის პროპაგანდისტები ხალხის რისხვას“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g