დღეს ცნობილი გახდა, რომ მთის კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები ძალაში რჩება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ჟურნალისტების კითხვას, რატომ არ შეიძლება მთის კურორტების გახსნა, პასუხობს, რომ გაუგებარია, რატომ უნდა დაუშვან გამონაკლისი.
გამყრელიძე ჟურნალისტებს ურჩევს, დაგუგლონ და ნახონ სხვა ქვეყნების სამთო კურორტები როგორ ფუნქციონირებენ.
რა შეზღუდვები მოიხსნება პირველი თებერვლიდან
„რატომ უნდა დაიშვას გამონაკლისი? ევროპაში ჩემზე კარგად მოგეხსენებათ, ყველაზე კარგად ცნობილი მთის კურორტები რომელია? საფრანგეთი, იტალია, ავსტია, ჩეხეთი, შვეიცარია, გერმანია. ნახეთ, დაგუგლეთ და მითხარით, რომელიმე ამ ყველაზე ცნობილ ზამთრის კურორტების ქვეყნებში საბაგირო გახსნილია თუ არა. ერთადერთი გახსნილი ავსტრიაში, მხოლოდ ადგილობრივებისთვის და არა უცხოელი ტურისტებისთვის და ამავე დროს იქ სასტუმროები გახსნილი არ არის, რომ ადგილი არ ჰქონდეს დიდ შეკრებებს“. – ამბობს ამირან გამყრელიძე.