LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაგველოდოს ბატონი ირაკლი! შეიძლება გაუმართლოს და მისი განცხადება დაკმაყოფილდეს – მელია პარლამენტში შესვლაზე

65
ირაკლი მელია

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ ქართული დემოკრატიისთვის უკეთესიც იქნება, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში არ იქნება წარმოდგენილი.

ე.წ. ხელოვნური კრიზისი უკვე დაძლეულია – ვინ შევა პარლამენტში ან ვინ არა, არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს: ირაკლი კობახიძე

კობახიძის ნათქვამის კომენტირებისას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ „ირაკლი კობახიძეს შეიძლება გაუმართლოს და განცხადება, რომელიც გააკეთა, დაკმაყოფილდეს.

დაგველოდოს ბატონი ირაკლი“ . -აღნიშნა მელიამ.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ აღარ შერჩა რესურსი, ღირსეული, დამაჯერებელი, ან ხვალინდელ დღეზე ორიენტირებული განცხადება გააკეთოს.

„შეიძლება გაუმართლოს ირაკლი კობახიძეს და ეს განცხადება, რომელიც მან გააკეთა, დაკმაყოფილდეს. დაგველოდოს, ბატონი ირაკლი! ვინმეს თუ არაფერი არ უნდა უხაროდეს, ბატონი კობახიძეა, რადგან მორალური, პოლიტიკური უპირატესობა და ბევრი სხვა უპირატესობა უკვე მოპოვებული გვაქვს.

მესმის მათი მღელვარების, დარდის… უბრალოდ, აღარ შერჩათ რესურსი ღირსეული, დამაჯერებელი, ან ხვალინდელ დღეზე ორიენტირებული განცხადება გააკეთონ. 24 საათი საუბრობენ ჩემზე, ან იმაზე რა საზიზღრები ვართ ოპოზიციაში“, – განაცხადა მელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g