ახალი პრემიერიც იმ წრიდან იქნება, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის უშუალო გარემოცვა. მაგრამ მთავარი არის არა ის, ვინ იქნება პრემიერი, არამედ ის, რომ შეთანხმებისკენ წავიდეთ, აღნიშნა „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ქართულ პოლიტიკაში შექმნილი სიტუაციის კომენტირებისას.
მისი თქმით, არსებულ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადება კი რეალობას აცდენილია.
„ ქართული ოცნების“ ყველა წევრს მივმართავ, რაიონში თუ ადგილზე, მივმართავ ყველა პარლამენტარს, ხალხო, დავამთავროთ ეს უბედურება, რაც ქვეყანაში ხდება. გავუწოდოთ ერთმანეთს ხელი. თქვენც უნდა აიძულოთ თქვენი ლიდერები, რომ გონს მოეგონ. ჩვენმა ერთიანობამ ისინი აიძულა, რომ შეთანხმებისკენ ვიაროთ. მზად ვარ ნებისმიერი „ქართული ოცნების“ წევრს ვესაუბრო. ტელეფონები აქვთ, დაგვირეკეთ, დაგვიკავშირდით, დავილაპარაკოთ ხალხო და შევთანხმდეთ, რომ სიტუაცია უნდა განვმუხტოთ და ქვეყანა უნდა ავაშენოთ. დავნიშნოთ რიგგარეშე არჩევნები, დავასრულოთ პოლიტიკური ანგარისსწორება. უბრალოდ ნორმალურად ვიცხოვროთ ამ ქვეყანაში“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.
სავარაუდოდ, ხვალ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დასახელდება: ირაკლი კობახიძე
ვინ იქნება შემდეგი პრემიერი – 3 სავარაუდო კანდიდატი
როგორც ჩანს, მეორედ აღარ გარისკა და უარი თქვა თვალების დათხრაზე, ხორცების ამოგლეჯაზე: მელია