Big Idaho Potato Hôtel – ასე ჰქვია სასტუმროს, რომელიც ონლაინ პლატფორმა Airbnb-ზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა და დამსვენებლების ყურადღება მაშინვე მიიპყრო.
სასტუმრო აშშ-ს შტატ აიდაჰოში მდებარეობს და მას კარტოფილის ფორმა აქვს. აღსანიშნავია, რომ Big Idaho Potato Hôtel 6 ტონა გადამუშავებული კარტოფილის ნაფცქვენისგანაა აშენებული. უჩვეულო და ორიგინალური ფორმის სასტუმროში სტუმრისთვის აბსოლუტურად ყველა საჭირო ინფრასტრუქტურაა მოწყობილი.
იმისთვის, რომ Big Idaho Potato Hôtel-ში დაისვენოთ, ღამეში 210 დოლარის გადახდა მოგიწევთ. სასტუმრო ორ სტუმარზეა გათვლილი.