უკრაინული მედია, ზაპოროჟიეს საკრებულოს მდივნის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ „რუსულმა ძალებმა წუხელ ზაპოროჟიეზე ექვსი სარაკეტო იერიში მიიტანეს“. ანატოლი კურტევის თქმით, „დაიღუპა 2 ადამიანი, დაშავდა 4, ხოლო 3 ადამიანი დაკარგულად ითვლება.“.
ზაპოროჟიეს საკრებულოს მდივანი აცხადებს, რომ ერთ-ერთი დარტყმა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე მაღალსართულიან შენობაზე განხორციელდა.
„ამ დროისთვის ცნობილია ორი დაღუპულისა და ოთხი დაშავებულის შესახებ. კიდევ სამი ადამიანი დაკარგულად ითვლება“, – აცხადებს კურტევი.