LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაიკარგა, მითხარი, სად დატოვეთ, რომ მოვძებნოთ.. არ გეცოდებით საერთოდ? – რას წერს ანა გაბეჩავა ერთ-ერთ დაკავებულს

765
befunky-collage-2-2020-07-18-14-11-41-659446

იუბილარი ანა გაბეჩავა ერთ-ერთ არასრულწლოვანს, ლ.შ-ს დაკავებამდე პირად მიმოწერაში სთხოვს უპასუხოს, თუ სად დატოვეს გიორგი შაქარაშვილი და იჯდა თუ არა ის “მერსედესის” მარკის ავტომობილში, რომელსაც ძიუდოისტი გიგა ტატიაშვილი მართავდა.

„ვერ პოულობენ … მითხარი, სად დატოვეთ, რომ მოვძებნოთ? გიგას მანქანით შენც იყავი? ბავშვები რომ სცემეთ რკინის ჯოხებით, მაგ მანქანაში შენც იყავი?“, – წერს გაბეჩავა არასრუწლოვანს.

ლ.შ. პასუხობს – „იქ რა მინდოდა, თბილისამდე 15 კაცი მომსდევდა“.

გაბეჩავა – „მისმინე, არ მომატყუო. შენც იჯექი მაგ მანქანაში? ხუთი ბავშვი დაიჭირეს, ორი გამოიქცა, ერთი საავადმყოფოში წევს. ძალიან უცემიათ. გიგას მანქანით იყვნენ და ერთი „ვაბშე“ უდანაშაულო გარეთაც რომ არ გამოსულა, დაიკარგა, ვერ ვპოულობთ, მშობლებმაც გაიგეს და თუ ვერ იპოვიან, ახლა საგურამოში მიდიან და პოლიცია დაერევა. არ გეცოდებით საერთოდ?

დაიფიცრე, რომ იქ არ მჯდარხარ…. მისმინე, ხუთი ბავშვი მიდიოდა და გიგას მანქანით გადაუდგნენ წინ რკინის რაღაცებით… ასე როგორ გაიმეტეს ბავშვი. იმენა უდანაშაულო იყო. შენ მომიკვდე, ოთახიდან არ გასულა. დაჟე მე ვუთხარი, ჩხუბია გარეთთქო“, – წერს გაბეჩავა ლ.შ.-ს, რაზეც არასრულწლოვანი პასუხობს, რომ მომხდართან შეხება არ ჰქონია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები