LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაილუქა 217კგ-მდე ხორცი – საკურორტო ზონების საშაურმეებსა და საცხობებში დარღვევები აღმოაჩინეს

86
batumis-tsentraluri-bazari-batumi-centralnyy-rynok-batumi-central-market-2

სურსათის ეროვნული სააგენტო საკურორტო ზონებში აქტიურად განაგრძობს საზოგადოებრივი კვებისა და სურსათის სარეალიზაციო ობიექტების შემოწმებას.

აჭარაში სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა ივლისის თვეში სახელმწიფო კონტროლი ჩაატარეს 95 ობიექტში, მათ შორისაა 16 საშაურმე, 26 საცხობი, 19 საკონდიტრო და 34 – ხორცისა და თევზის სარეალიზაციო ობიექტი.

შემოწმებისას სხვადასხვა სახის დარღვევა გამოვლინდა 42 ობიექტში, კერძოდ, 11 – ხორცისა და თევზის რეალიზაციისას (დაილუქა 217კგ-მდე ხორცი, 1.5 კგ. კუპატი, 53 კგ. თევზი), 8 საშაურმეში, 13 საცხობსა და 10 საკონდიტროში. დარღვევის ყველა ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაატარა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით მუდმივად ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს სხვადასხვა პროფილის ბიზნესოპერატორებთან, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული როგორც ადგილობრივი მომხმარებლის, ასევე ტურისტების სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

? სახელმწიფო კონტროლის შედეგები იხილეთ თანდართულ ცხრილში: https://nfa.gov.ge/Ge/Files/ViewFile/721

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები