Daily Mail-ის მიმომხილველი, პირს მორგანი მსახიობ სუზან სარანდონს აკრიტიკებს. ამის მიზეზი კი, მსახიობის სამოსი გახლავთ, რომლითაც ის Screen Actors Guild Awards-ზე გამოჩნდა. სარანდონს თეთრი პიჯაკი ეცვა, რომელსაც ღრმა დეკოლტე ამშვენებდა. სწორედ ეს გააპროტესტა პირს მორგანმაც: „საინტერესოა, ჩაიცმევდა ამას სუზან სარანდონი დაკრძალვაზე? რა თქმა უნდა არა. ამიტომაც უხერხული იყო ამ სამოსით გამოჩენა დაჯილდოებაზე. მე არ მაქვს მასთან პირადი შუღლი, უბრალოდ სარანდონმა გადაამეტა“ – წერს მიმომხილველი.
რაც შეეხება 69 წლის მსახიობს, ის დაჯილდოვებაზე თეთრ პიჯაკში მივიდა, რომელიც MaxMara-ს მოდის სახლს ეკუთვნის. ღრმა დეკოლტე კი, მალევე მოხვდა ფოტოგრაფების ობიექტივში. ასეთივე გულახდილი სამოსით გამოჩნდა წითელ ხალიჩაზე სუზან სარანდონის ქალიშვილი, მსახიობი ევა ამური.