LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაინფიცირების შემთხვევები შემცირდა – როგორ ამარცხებს სამხრეთ კორეა კორონავირუსს

34316
SAMXRET KOREA

სამხრეთ კორეა კორონავირუსით დაზარალებული ქვეყნების რიცხვში ჩინეთის შემდეგ მეორე  ადგილს  იკავებს. თუმცა, ბოლო რამდენიმე დღეა, სამხრეთ კორეაში კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევები თითქმის აღარ ფიქსირდება, ამის შესახებ ინფორმაციას CHINA CONFERENCE HONK KONGI ავრცელებს.

სამხრეთ კორეაში ბოლო ხუთი დღის განმავლობაში ახალი კოროვირუსული შემთხვევების შემცირების ტენდენცია ფიქსირდება.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ქვეყანაში საშუალოდ 500-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მაგრამ გასულ პარასკევს, ამ რიცხვმა 438,  შაბათს 367-ს და კვირას კი 248-ს მიაღწია.

ორშაბათს სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნ ჯე ინმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყნაში “ინფექციების შემცირების ტენდენციაა”, მაგრამ მისივე თქმით,  მიღწეულით არ უნდა დაკმაყოფილდნენ.

მისი თქმით, კორონავირუსით დაავადებულთა შორის ძალიან ბევრი იყო ისეთი პაციენტი, რომლებიც ერთმანეთთან ახლოს სადაზღვევო კომპანიის სატელეფონო ცენტრში მუშაობდნენ.

სამხრეთ კორეამ ვირუსის პრევენციისთვის ჩინეთის მაგალითი გაითვალისწინა.

"კორონავირუსის ეპიდემიის პიკი უკვე გადავლილია" - ჩინეთის ჯანდაცვის კომიტეტი

ჩინეთი კვლავ განაგრძობს ვირუსთან ბრძოლას და ამ მიმართულიებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობას.

ჩინეთში კი მოხდა მოქალაქეების მკაცრი სოციალური დისტანცია და მათი ფართო მონიტორინგი. ასევე, უზრუნველყო ქვეყანაში მიღებული პრევენციული ზომების დაცვა.

ამ ნაბიჯებმა ქვეყანაში ვირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევები მკვეთრად შეამცირა.

სამხრეთ კორეამ ჩინეთის მაგალითის გაითვალისწინა და შესაბამისად მიიღო შედეგიც. გარდა ამისა დასრულდა იესოს შინჩეონის ეკლესიის წევრების ტესტირება, რომელსაც ქვეყანაში დაავადების შემთხვევების 60 % უკავშირდება.

შეგახსენებთ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 11 მარტს პანდემია გამოაცხადა.

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები