LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაიშლება თუ არა ”ნაციონალური მოძრაობა”?

100

”ნაციონალური მოძრაობის” დაშლის საფრთხე არ არსებობს, ამის შესახებ პოლიტოლოგმა, სოსო ცინცაძემ, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი აზრით, პარტიამ ყველაზე საშიში კრიზისის პერიოდი უკვე გამოარა. როგორც პოლიტოლოგი ამბობს, თუ ”ნაციონალური მოძრაობის” სათავეში ისეთი უგუნური ადამიანები აღმოჩნდებიან, რომ ამ რთული პერიოდის გავლის შემდეგ, პარტია დაშლამდე მიიყვანეს, მაშინ პრობლემა სულ სხვა საქმეში ყოფილა.

რაც ეხება ”რესპუბლიკური პარტიის” დეპუტატ ლევან ბერძენიშვილის განცხადებას, რომ პარტიას აკაკი მინაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი და გიორგი კანდელაკიც დატოვებენ, სოსო ცინცაძე არ გამორიცხავს, მოვლენები ამ სცენარით განვითარდეს. მისი აზრით, ეს პარტიის რეიტინგზე არ აისახება, ვინაიდან დამტკიცებულია, რომ ”ნაციონალურ მოძრაობას” თავისი მყარი ელექტორატი ჰყავს, რომლისთვისაც მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება პარტიაში.

”ნაციონალურ პარტიაში” მიმდინარე პროცესები მამებსა და შვილებს შორის საქმის გარჩევის პრობლემას ემსგავსება. ერთი მხრივ, არის ძველი გვარდია, რომლებიც პარტიაში დაარსების დღიდან მოღვაწეობენ, მეორე მხრივ, არის შვილების თაობა, რომლებიც უფრო მეტად კრეატიულ იდეებს ოპერირებენ, კონსერვატიული მამებისგან განსხვავებით” – განაცხადა სოსო ცინცაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g