LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაიწყეთ ცხოვრება დღეს!“ – კიანუ რივზის ყველაზე ცნობილი ფრაზები

3078
keanu reeves

ნიჭიერმა მსახიობმა, მუსიკოსმა და პროდიუსერმა კიანუ რივზმა დიდი ხანია სარგებლობს „ჰოლივუდის მთავარი მორალისტის“ სახელით, რადგან ყოველთვის ღიად გამოთქვამს თანამედროვე საზოგადოებით საკუთარ უკმაყოფილებას.

ცნობილი ადამიანების ციტატები

fortuna.ge გთავაზობთკიანუ რივზის ფრაზებს:

ისეთი მარტივი მოქმედება, როგორიც ყურადღების გამოჩენაა, ზოგისთვის ძალიან რთულია, რადგან მხოლოდ საკუთარ პერსონას თვლის ყურადღების ღირსად.

სასაცილოა, როცა ადამიანი უნიჭოდ ცრუობს, მხილების მერე კი, უფრო დიდ ტყუილს ამბობს თავის დასაცავად.

შესაძლოა ძალიან ემოციურად აღვიქვამ უსამართლობას და ზედმეტად ხშირად ვაკრიტიკებ თანამედროვე საზოგადოებას, მაგრამ არც პირფერობა შემიძლია ვიღაცის კეთილგანწყობის  მოსაპოვებლად.

ხშირად ვფიქრობ სიკვდილზე. ჩემთვის სიკვდილი – მოულოდნელობაა, რომლისთვისაც ვერასდროს მოემზადები.

მართალია, ცხოვრება ზოგჯერ სასტიკად გვემეტებს, მაგრამ არჩევას – დავნებდეთ თუ გავაგრძელოთ ბრძოლა, ყოველთვის თვითონ ვაკეთებთ.

ნუ ეცდებით ქონების დაგროვებას, რადგან ყველაფერი მატერიალური წარმავალია.

ადამიანი ყოველდღიურ ბრძოლაში იწრთობა, ამიტომ ნუ დაემდურებით ბედს მძიმე ცხოვრებისთვის, რომელიც ბევრად დიდი მიღწევებისთვის გამზადებთ.

ყოველთვის შეგიძლია გაექცე და დაემალო უსიამოვნებებს, მაგრამ უმჯობესია გამოიყენო გამოცდილება და სწორედ უსიამოვნების დროს შექმნა საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია.

მიყვარს საკუთარ თავთან მარტო დარჩენა, მაგრამ ძალიან არ მიყვარს მარტოობა.

სანამ ცხოვრებისგან ბევრის მიღებას მოითხოვ, მანამდე დაფიქრდი რამდენად დაიმსახურე თუნდაც მცირედი.

დუმილს უფრო მეტის თქმა შეუძლია, ვიდრე ათასობით სიტყვას.

 

ცნობილი ადამიანების ციტატები

 

mazda magti 5g