LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაჯექი, შე გაუნათლებელო ქალო“ – დეკანოიძე წილოსანს

225
ხატია დეკანოიძე და ნინო წილოსანი

„მოძალადეები ხართ“, – ამ განცხადებით „ქართული ოცნების“ დეპუტატმა და ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა პარლამენტში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა.

აღნიშნულის შემდეგ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ მას „გაუნათლებელი უწოდა“ და უთხრა, რომ საკუთარ ადგილს დაბრუნებოდა.

„თინა ბოკუჩავამ მარიამ ლაშხს სახეში დაარტყა და თმებზე ქაჩა ალქაჯმა,მე მოვითხოვ, ამ მოძალადემ დატოვოს დარბაზი”- ნინო წილოსანი

ვიდეო: სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება დეპუტატებს შორის – „გამჭვირვალობის“კანონპროექტის განხილვა ხმაური ფონზე მიმდინარეობს

დეპუტატებს შორის შეხლა-შემოხლა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც „ქართული ოცნების“ დეპუტატი, დიმიტრი სამხარაძე კოლექტიური თავდასხმების ორგანიზატორობაში დაადანაშაულა.

„დიტო სამხარაძე არის თქვენი ინტელექტუალური სახე. დაჯექი, შენ გაუნათლებელო ქალო“. – მიმართა ხატია დეკანოიძემ ნინო წილოსანს.

ინფორმაციისთვის, პარლამენტში „გამჭვირვალობის“კანონპროექტის განხილვა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. საპარლამენტო ოპოზიციას თავდაპირველად „ქართული ოცნების“ დეპუტატი, დიმიტრი სამხარაძე დაუპირისპირდა.

ლევან ხაბეიშვილი: „დიტო სამხარაძის, აი, ის ნაგვის ყუთი რომ აქვს თავში, ფაქტობრივად, ამ ადამიანის დაორგანიზებულია ყველა ახალგაზრდასთან მივარდნა, თავ-პირის ლეწვა“

magti 5g