LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაკავებულმა რეზო კიკნაძემ მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა

122
რევაზ კიკნაძე

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა 26 წლის რევაზ კიკნაძემ, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ 10 იანვარს პატიმრობაში დატოვა, შიმშილობა დაიწყო.

საპროტესტო აქციებისას დაკავებული მსახიობი, ანდრო ჭიჭინაძე, იუმორისტი ონისე ცხადაძე და კიდევ 9 პირი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

აღნიშნულ ინფორმაციას ადვოკატი ელგუჯა ავსაჯანიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ ამ გადაწყვეტილებით, რევაზ კიკნაძე სოლიდარობას უცხადებს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დაკავებულ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს, რომელმაც ასევე შიმშილობა დაიწყო.

მზია ამაღლობელი: „ვშიმშილობ, სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა“

„რევაზ კიკნაძემ მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად გამოაცხადა შიმშილობა“, – წერს ადვოკატი ელგუჯა ავსაჯანიშვილი სოციალურ ქსელში.

📢‼️რევაზ კიკნაძემ მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად გამოაცხადა შიმშილობა

Posted by ელგუჯა ავსაჯანიშვილი / Elguja Avsajanishvili on სამშაბათი, 21 იანვარი, 2025

ცნობისათვის, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილე რევაზ კიკნაძე ერთ-ერთია ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული იმ 11 მოქალაქიდან, რომლებიც 10 იანვარს, მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

ფოტო სლაიდზე: „მთავარი არხი“; On.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g