საქართველო ევროკავშირისგან პანდემიის ფონზე მიღებული ზიანის აღმოსაფხვრელად 150 მილიონ ევროს მიიღებს. ევროპარლამენტმა ევროკავშირის მეზობელი და პარტნიორი ქვეყნებისთვის ჯამში, 3 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას მხარი დაუჭირა.ინფორმაციას ევროპარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
სესხები 10 ქვეყანაზე გაიცემა. სავარაუდოდ, პირველ ტრანშს ქვეყნები მიმდინარე წლის შემოდგომაზე, მეორე ტრანშს კი, 2021 წლის დასაწყისში მიიღებენ.
საქართველო 150 მილიონ ევროს, ალბანეთი – 180 მილიონ ევროს, ბოსნია ჰერცეგოვინა – 250 მილიონ ევროს, იორდანია – 200 მილიონ ევროს, კოსოვო – 100 მილიონ ევროს, მოლდოვა – 100 მილიონ ევროს, მონტენეგრო – 60 მილიონ ევროს, ჩრდილოეთ მაკედონია – 160 მილიონ ევროს, ტუნისი – 600 მილიონ ევროს, უკრაინა კი 1,2 მილიარდ ევროს მიიღებს.
