დაკოტა ჯონსონის შემდეგ, რომელმაც Gucci Bloom-ის სარეკლამო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა, ლეგენდარულ ბრენდთან თანამშრომლობას მისი ბებია და ალფრედ ჰიჩკოკის მუზა, ტიპი ჰედრენი იწყებს. სამსახიობო ოჯახის ყველაზე ასაკოვანი წარმომადგენელი, ფილმ „ჩიტების“ 88 წლის ვარსკვლავი Gucci-ს საიუვილერო კოლექციის სახე ხდება.
ბრენდის კრეატიულმა დირექტორმა, ალესანდრო მიკელემ ტიპი ჰედრენს იდუმალი მკითხავის ამპლუა მოარგო. სარეკლამო რგოლის სიუჟეტის მიხედვით, ჰედრენის გმირი ხირომანტიის იდუმალებით მოცულ სალონში ახალგაზრდა მოდელებს ხვდება. კლიპის შექმნაზე ცნობილმა ფოტოგრაფმა, კოლინ დოგსონმა და არტ-დირექტორმა, კრისტოფერ სიმონსმაც იმუშავეს.