ქარიშხალმა „პატრისიამ“, რომელიც ამერიკის კონტინენტის ისტორიაში ყველაზე ძლიერია, მექსიკის შტატ ხალისკომდე მიაღწია, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
მანამდე სპეციალისტები ამბობდნენ, რომ სტიქიის შედეგები კატასტროფული იქნება.
მექსიკის ხელისუფლებამ ქვეყნის სანაპირო რაიონებიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია მოახდინა, დაკეტილია პორტები. ქარიშხალს უკვე ადარებენ ფილიპინების სტიქიას 2013 წელს, რომელმაც 6 300 ადამიანი იმსხვერპლა.
ოთხ შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ქარის სიჩქარე 305 კმ/სთ-ა.
