სირიის დედაქალაქში დამასკოში მდებარე რუსეთის საელჩოს კომპლექსს ნაღმმტყორცნიდან ესროლეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ინციდენტის შედეგად დაშავებულები არ არიან. ორი ჭურვი საელჩოს ტერიტორიაზე დაეცა, კიდევ ორი კი – საელჩოს კომპლექსის მიმდებარედ.
ოფიციალური მოსკოვი იმედს გამოთქვამს, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭო რუსეთის დიპლომატიურ მისიაზე ცეცხლის გახსნის ფაქტს შესაბამის შეფასებას მისცემს.