საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის განმარტებით, 60 მილიონი ლარი, რომელიც ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერის სახით გამოიყოფა, იმ წინასაარჩევნო დაპირებების განხორციელებას მოხმარდება, რომლებსაც კახი კალაძე, მმართველ გუნდთან ერთად, აანონსებდა. მისივე თქმით, თანხა, ძირითადად, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მოხმარდება.
„აღნიშნული პროექტები გულისხმობს, როგორც მეტროს სადგურებისა და მატარებლების მოდერნიზაციას, ასევე დედაქალაქის ისტორიული უბნების რეაბილიტაცია-კეთილმოწყობას,“ – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
მისივე თქმით, 2018 წელი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება.