18 წლის მაკო გომური, რომელმაც აქციაზე თვალი დაკარგა და ახლა მკურნალობას გერმანიაში აგრძელებს, საავადმყოფოდან ჯერ არ გამოუწერიათ.
როგორც „ფორტუნას“ მისმა დამ განუცხადა, კვლევებისას მაკოს დამატებითი ხარვეზი აღმოაჩნდა, რის გამოც, დღეს კლინიკაში ვიზიტი აქვს დაგეგმილი.
კონკრეტულად რა ხარვეზზეა საუბარი, სწორედ დღეს გახდება ცნობილი.
ჩემს თვალში არაფერი არ დარჩა, ყველაფერი იქცა ნ ა ფ ლ ე თ ე ბ ა დ!!!!!!!
სამკურნალოდ აქ წამოსვლა არ ნიშნავს იმას, რომ თვალახელილი ჩამოვალ - მაკო გომური
„ჯერ არ ვიცით რა ხდება. დღეს მივა ექიმთან, გაესინჯება და გვეტყვიან რა ხდება. რა ინფორმაცია გავრცელდა არ ვიცი. ქირურგიული ჩარევა საერთოდ არ ყოფილა. ერთადერთი რაც გააკეთეს, მაკოსაც ეწერა პოსტში: თვალის ბუდეში, სადაც სიცარიელეა, ჩაუდგეს ფირფიტა, რომელიც შემდეგ ხელს შეუწყობს პროთეზის ჩადგმას. ფირფიტამ უნდა შეინარჩუნოს სივრცე. მაკოს რეალურად აღარაფერი აქვს თვალის ადგილას, როდესაც მოხვდა ტყვია, ჩემი თვალით დავინახე, რომ ბავშვს ყველაფერი გარეთ გადმოუვიდა,“ – აღნიშნა ია გომურმა „ფორტუნასთან“.
რამდენი ხანი რჩება მაკო გერმანიაში და მოხდება თუ არა იმავე კლინიკაში, სადაც ახლა იმყოფება პროთეზის ჩადგმა, ჯერ უცნობია:
„ექიმი დაგვაკვალიანებს და მოხდება შეთანხმება მასთან, ვინც მაკოს წასვლა-ჩამოსვლას კურირებს. ამის შემდეგ გვეცოდინება ზუსტი ინფორმაცია.“
გუშინ, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ მაკო გომური, ქირურგიული ჩარევის შემდეგ, კლინიკიდან გაწერეს და მისი
მწვანე ყურსასმენებიან გოგონას ჰოსპიტალთან ხალხის ჯგუფი დახვდა
გოგონა, რომელმაც თვალი დაკარგა, საავადმყოფოდან გამოწერეს (ვიდეო)
შეგახსენებთ, 18 წლის მაკო გომურს 20-21 ივნისის აქციის დარბევის დროს თვალში სპეცრაზმელის მიერ ნასროლი ტყვია მოხვდა, შედეგად მან თვალიც და მხედველობაც სრულად დაკარგა. თავდაპირველად ის მკურნალობას თბილისში, ნიუ ჰოსპიტალში გადიოდა, საიდანაც 24 ივნისს გაწერეს. ერთი კვირის წინ, სახელმწიფოს დაფინანსებით, ის გერმანიაში გაემგზავრა, სადაც მკურნალობას განაგრძობს და ექიმები შეეცდებიან ბუდეში პროთეზი ჩაუსვან.
“4 კვირიდან 6 კვირა (ან შეიძლება მეტიც) სჭირდება თვალს, რომ აღდგეს, დაიბრუნოს ფორმა, შეხორცდეს ჭრილობები, შემდეგ ვიფიქრებთ ხელოვნურ თვალზე” – დაწერა მაკო გომურმა მას შემდეგ, რაც გერმანიაში ექიმებთან კონსულტაცია გაიარა.