LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოკლედ, წავედით მე და ჩემი თვალუკა ევროპებში და დაგიბრუნდებით კარგი ამბებით – მაკო გომური

6047
mako

18 წლის მაკო გომური, რომელმაც 20 ივნისს, აქციის დაშლისას თვალი დაკარგა, მკურნალობას საზღვარგარეთ განაგრძობს. ამის შესახებ მან  სოციალურ ქსელში დაწერა.

„მოკლედ, წავედით მე და ჩემი თვალუკა ევროპებში და დაგიბრუნდებით კარგი ამბებით. მიყვარხართ ბავშვებო ძალიან და თქვენს გვერდით ვიდგები. პ.ს ყურსასმენები გასაწმენდი არაა, სისხლი არ მოშორდა…“ – წერს მაკო გომური.

შეგახსენებთ, რომ მაკოს ოჯახის წევრების განცხადებით, ის აქციის მონაწილე არ იყო და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტში მუშაობდა.

ჩემზე არ იღელვოთ, თავს გაუფრთხილდით - მაკო გომური

უბრალოდ საშინლად გადაღლილი ვარ და მჭირდება ძალების სასწრაფო აღდგენა. 

მათი ინფორმაციით, გოგო სამსახურს გვიან ღამით მორჩა და რუსთაველის მოედნის გავლით სახლში უნდა დაბრუნებულიყო, რა დროსაც მას რეზინის ტყვია თვალში მოხვდა.

რამდენიმე დღის წინ, თბილისის მერმა განაცხადა, რომ რომ გოგონას რა პროცედურებიც დასჭირდება, სახელმწიფო ყველა საჭირო ხარჯს აანაზღაურებს.

https://www.facebook.com/photo.php?fbid=2097592173874317&set=a.1409014186065456&type=3&theater

 

მაკო გომურს საავადმყოფოდან გაწერისას კნუტი აჩუქეს (ფოტო)

მაკო გომური, გოგონა, რომელმაც აქციის დროს მიღებული დაზიანების შედეგად თვალი დაკარგა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები