LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დამატებითი შემოსავლის ქონის შესაძლებლობა „ალდაგისგან”

136

სადაზღვევო კომპანია “ალდაგის“ დასაქმების პორტალი www.onjob.ge მომხმარებლებს სიახლეებს სთავაზობს. ონლაინ აგენტებს უკვე შესაძლებლობა აქვთ, თავად გაყიდონ სადაზღვევო პოლისები.

“დღემდე, ონლაინ აგენტის მოვალეობას მხოლოდ პოტენციური მომხმარებლების დარეგისტრირება წარმოადგენდა. ახლა უკვე მას საშუალება აქვს, პორტალზე თავად გაყიდოს პოლისები. კერძოდ, ონლაინ აგენტმა უნდა მოიძიოს ავტო ტიპიელი და სამოგზაურო დაზღვევით დაინტერესებული პირები; დაარეგისტრიროს პოლისის განაცხადი და მიიღოს საკომისიო. დღევანდელი მონაცემებით, ონჯობზე 12 000-ზე მეტი ადამიანია დარეგისტრირებული. გვყავს 1200-ზე მეტი აქტიური ონლაინ აგენტი. ახალი პროდუქტების დამატება ახალი ეტაპია ონჯობისთვის და ონლაინ აგენტებისთვის”, – აცხადებენ კომპანიაში.

მათივე ცნობით, ონლაინ სააგენტო ქსელში დარეგისტრირება შეუძლია 16 წლის ზემოთ, ნებისმიერ ინტერნეტ მომხმარებელს.

”ონჯობი, ეს არის “ალდაგის“ დასაქმების პორტალი, რომელიც საშუალებას აძლევს, როგორც სამუშაოს მაძიებლებს, ისე უკვე დასაქმებულ ადამიანებს, გაიჩინონ შემოსავლის წყარო“, – განმარტავენ ”ალდაგში”. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g