LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დამღალა ენის მოჩლექით საუბარმა“ –  სიმონიანის ქმარი კრემლის პოლიტიკას აკრიტიკებს

286
ტიგრან-კეოსიანი

რუსი პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის ქმარი, ტიგრან სიმონიანი კრემლის პოლიტიკით უკმაყოფილოა. ის დარია დუგინას მკვლელობას „ტელეგრამზე“ ეხმაურება და რუსეთის ხელისუფლებისგან რეაგირებას ითხოვს:

„მოკლეს ახალგაზრდა, ნიჭიერი, პატრიოტი ქალი და უკვე სულერთია, ვისთვის იყო ეს ბომბი განკუთვნილი, მამისთვის, თუ შვილისთვის. ვიღაც ამას უკრაინელების დამარცხებად გაასაღებს, ვიღაც, წითელი ხაზების გადაკვეთად. მე კი უკვე დამღალა ენის მოჩლექით საუბარმა.

არ მესმის, რატომ არ არიან პასუხისგებაში ის ადამიანები, ვინც დარიას გარდაცვალებაზე ხუმრობს. არ მესმის, როგორ შეიძლება ჩემი ქვეყნის ქალაქებში აგროვებდნენ ფულს უკრაინული ჯარის დასახმარებლად. უკვე ბევრი რამე არ მესმის“ – წერს კეოსიანი.

„ზელენსკის რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზები დაუწესებია! ტანკებს ვიზები არ სჭირდება, ვოვა“ –  მარგარიტა სიმონიანის ქმარი

„როგორც კი ულამაზესი მარგო დავინახე, მივხვდი, რომ მის გამო ცოლს და შვილებს მივატოვებდი“ – მარგარიტა სიმონიანის ქმარი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები