მდინარაძე: ომში მყოფი უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად იცლიან ჩვენ წინააღმდეგ განცხადებების გასაკეთებლად
საომარი მოქმედებების კვალდაკვალ, საქართველოში რადიკალურ ოპოზიციას გაჩაღებული აქვს მძლავრი საინფორმაციო ომი საქართველოს ხელისუფლების და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, - აცხადებს მდინარაძე.
“დამისახელეთ ერთი სახელმწიფო, რომელიც საქართველოს ხელისუფლება იქნება თუ რა მნიშვნელობა აქვს, საქართველოზე მეტს აკეთებს უკრაინისთვის. დამისახელეთ, ოღონდ შესაძლებლობებიდან გამომდინარე. შესაძლებლობა იცით რას გულისხმობს? აი, რა შესაძლებლობაც აქვს ქვეყანას, იქიდან გამომდინარე…
ყველა მთავრობის, პირველ რიგში, ჩვენი პარტნიორების, მათი პირველი და მთავარი ამოსავალი წერტილი არის საკუთარი ქვეყნის ინტერესი. რატომ არ ებმებიან ომში? ამხელა ძალა აქვთ და ასე, ბავშვები, ქალები და კატასტროფა ხდება უკრაინაში… ვისაც ამის ძალა და შესაძლებლობა აქვთ, რატომ არ ებმებიან ომში?
მორატორიუმია, არ შეიძლება, რომ მე ახლა ჩავერთო და გონჩარენკოს ვუპასუხო, რისი ღირსიც არის. იმ ადამიანებს ვუპასუხო, რომლებიც რაღაცნაირად ხელს იშვერენ და საომარ მდგომარეობაში მყოფები ქართულ სახელმწიფოს, ქართულ ხელისუფლებას ადანაშაულებენ”, – აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.
