LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დამოუკიდებლად საზღვარს ვერ დატოვებდა” – გაუჩინარებული ილია ფილფანის ოჯახი მოზარდის გატაცების ვერსიას არ გამორიცხავს

232
befunky-collage-1-2020-07-31-16-26-42-667378

ორი თვის წინ სვანეთში დაკარგული ილია ფილფანის მშობლები ბავშვის გატაცების ვერსიას არ გამორიცხავს. მათ ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

“არავითარი ვიდეო და სატელეფონი ჩანაწერი არ მოიძებნა, რომელიც გვიჩენს ვარაუდს, რომ ბიჭი, შესაძლოა, ქვეყნის საზღვრებს გარეთ გაცდა ან გაიყვანეს. მოგეხსენებათ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონთან ე.წ საზღვარი არ კონტროლდება. შესაძლოა, სწორედ იქ იყოს, თუმცა მოზარდი დამოუკიდებლად საზღვარს ვერ დატოვებდა”, —  აღნიშნა დაკარგული ბიჭის მამამ, დავით ფილფანმა (თარგმანი ტელეკომპანია “რუსთავი 2”).

ილია ფილფანის გაუჩინარების ახალი ვერსია: “პოვნის იმედს მაინც არ ვკარგავთ”

ამასთან, მშობლები დაკარგული შვილის საქმეში ინტერპოლის ჩართულობასა და საერთაშორისო ძებნის გამოცხადებას ითხოვენ. მათივე თქმით, სწორედ აღნიშნულის გასარკვევად იმყოფებოდნენ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

“ჩვენ დავინტერესდით, თუ რა მიმართულებით მიმდინარეობს გამოძიება. შესაძლოა, თუ არა რომ ადგილი ჰქონდეს გატაცებას, მიმდინარეობს თუ არა მოზარდის საერთაშორისო მასშტაბით ძებნა, რაზეც გვიპასუხეს, რომ ამ მიმართულებითაც მუშაობენ”, — განაცხადეს ფილფანის მშობლებმა.

13 წლის ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს ველოსიპედით გავიდა და აღარ დაბრუნებულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები