LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დამპალოს” სასაფლაოზე მკვლელობის საქმე – ყოფილ სპეცრაზმელს ბრალი დაუმძიმდა

755
1578391811853408

24 წლის მურად წურწმიას მკვლელობაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, ზურაბ ფოფხაძეს ბრალი დაუმძიმდა. პროკურატურის განცხადებით, საქმეზე ბრალდებული მეორე პირს დაკავების შემდეგ, გამოიკვეთა, რომ დანაშაული ჯგუფურად იყო ჩადენილი.

მურად წურწუმიას მკვლელობის საქმეში მეორე პირსაც ბრალი წარედგინა

“გარდაცვლილი მურად წურწუმიას საქმეზე, ზურაბ ფოფხაძეს ბრალის დაზუსტების შედეგად დაუმძიმდა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117 -ე მუხლის მეექვსე ნაწილით და სსკ-ის 126 -ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე” – ნათქვამია საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვწუხვარ, რომ ასეთი შედეგი დადგა - სპეცრაზმელი, რომელმაც 24 წლის ბიჭი მოკლა

დაკავებულს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა.

საგამოძიებო უწყებამ ვარკეთილში, „დამპალოს“ სასაფლაოზე მომხდარ შემთხვევაზე  შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ზურაბ ფოფხაძე 5 იანვარს დააკავა. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულ პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 7 იანვარს შეუფარდა.

რაც შეეხება მეორე დაკავებულ ვ.ბ-ს, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.

წამებით მოკლული 24 წლის კაცი - დაკავებულია შსს-ს ორი თანამშრომელი

ოჯახის წევრების განცხადებით, სპეცრაზმელებმა 24 წლის ბიჭი აწამეს, თვალი ამოთხარეს და შიშველი სასაფლაოზე დატოვეს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g