LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დამთხვევა თუ მისტიკა – პრინცი ფილიპი ჩარლზისა და კამილა პარკერის ქორწილის დღეს გარდაიცვალა

1099
prnccharlz

ბრიტანელები უცნაურ დამთხვევას უწოდებენ იმ ფაქტს, რომ პრინცი ფილიპი ზუსტად იმ დღეს გარდაიცვალა, როდესაც პრინცი ჩარლზი და კამილა პარკერ-ბოულზი დაქორწინდნენ. ზოგადად, ბრიტანეთში ამ ქორწინებას სკეპტიკურად აფასებდნენ, რადგან მათთვის ლედი დი შეუცვლელი პრინცესა იყო, ამიტომ კამილა პარკერის შესვლას სამეფო ოჯახში დიდი სკანდალები უძღოდა წინ. დღეს კი, როდესაც 99 წლის ფილიპი გარდაიცვალა, ბევრი მიიჩნევს, რომ ეს დამთხვევა უბრალოდ შემთხვევითობა არ არის.

საინტერესოა, რომ პრინცი ჩარლზი და კამილა პარკერი ემზადებოდნენ ქორწინების 16 წლის იუბილეს აღსანიშნავად, თუმცა 9 აპრილი მათთვის ტრაგიკული აღმოჩნდა.

სხვათა შორის, ამ ქორწინების წინააღმდეგი იყო დედოფალი ელისაბეთიც, ის ქორწილის ცერემონიას არ დასწრებია და მხოლოდ ჯვრისწერის პროცესზე გამოჩნდა. ჩარლზი და კამილა 2005 წლის 9 აპრილს დაქორწინდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g