ერმიტაჟის მუზეუმის ერთ-ერთმა სტუმარმა გადაწყვიტა, დამთვალიერებელს მისი პორტრეტი შეეფასებინა – კირილ სმოროდინმა სანქტ-პეტერბურგიდან, სამხედრო გალერეის განყოფილებაში განათავსა საკუთარი პორტრეტი, რომელიც ომის მონაწილის სტილში იყო გადაღებული.
ინფორმაცია მედიაში გავრცელდა.
ფაქტმა საზოგადოებისა და მუზეუმის დირექტორის აღშფოთება გამოიწვია, საქმე კი პროკურატურამდე მივიდა.
შემთხვევა 20 ოქტომბერს მოხდა. მუზეუმმა კი პროკურატურას საქმის შესწავლის მოთხოვნით 28 ოქტომბერს მიმართა.
ახლა კირილ სმოროდინი საკუთარ საქციელს “წარუმატებელ ხუმრობას” უწოდებს და ბოდიშს იხდის.
მან წერილი მისწერა ერმიტაჟის მუზეუმის დირექტორს დ 1812 წლის სამხედრო გალერეაში საკუთარი პორტრეტის განთავსებისთვის ბოდიში მოიხადა. ამის შესახებ ერთ-ერთ მედიასაშუალებასათან სმოროდინმა თავად განაცხადა.
მისივე თქმით, წერილში მან მუზეუმის ადმინისტრაციას შესთავაზა, დახმარებოდა გამოფენების მოწყობაში ან მუზეუმში მოხალისე გამხდარიყო.
სმოროდინი ასევე აპირებს, საჯარო ბოდიში “ინსტაგრამზეც” მოიხადოს.
“ვაპირებ საჯარო ბოდიშის მოხდას ერმიტაჟის თანამშრომლებისთვის, რადგან მათ დრო დაკარგეს მედიასაშუალებებისთვის პასუხებზე.
სიმართლე გითხრათ, მთავარი მესიჯი მხოლოდ ხუმრობა იყო. ვიფიქრე, რომ დამთვალიერებლები, რომლებიც ჩემს პორტრეტს შეხედავდნენ, მხოლოდ გაიღიმებდნენ. ვინმეს შეურაცხყოფის სურვილი არ მქონია”, – თქვა სმოროდინმა და აღნიშნა, რომ არ ესმის კრიტიკის, რადგან თავად არის მე-19 საუკუნის პირველი ნახევრის დიდი გულშემატკივარი.
ერმიტაჟი პროკურატურას მიმართავს, შეისწავლოს ახალგაზრდა მამაკაცის ქმედება “რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის შესაძლო დარღვევისთვის, მათ შორის სამშობლოს დამცველების ხსოვნის საჯარო შეურაცხყოფისთვის”.