LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავდასხმა სანკტ-პეტერბურგის მაღაზიაზე – ერთ-ერთი დაკავებული ქართველია

59

სანკტ-პეტერბურგში საიუველირო მაღაზიაზე თავდასხმის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი – დაკავებულები წარსულში მოჭიდავეები იყვნენ.

საქართველოს მოქალაქე, 45 წლის ვალერი მელნიკოვი ბათუმიდანაა, ის 2012 წელს ქურდობისთვის იყო გასამართლებული. ორმხრივი სროლისას მას ორი ტყვია მარჯვენა მხარსა და იდაყვში მოხვდა.

რაც შეეხება მეორე დაკავებულს, აბდულ აღაპოვს, ის გულმკერდისა და წელის არეში დაიჭრა.

შეგახსენებთ, რომ სანკტ-პეტერბურგში პოლიციამ საიუველირო მაღაზიის დაყაჩაღების ბრალდებით 2 პირი, მათ შორის საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა. სამმა შეიარაღებულმა ნიღბიანმა დაცვის თანამშრომელი და გამყიდველი დააბეს, რის შემდეგაც სალონიდან ოქროულობა და ძვირფასი ნივთები გაიტანეს. პოლიცია მათ ავტომობილს დაედევნა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა. ორი ბოროტმოქმედი მძიმედ დაიჭრა. რუსული მედიის ინფორმაციით, ერთი მათგანი წარსულში ნასამართლევი საქართველოს მოქალაქე, 45 წლის ვალერი მელნიკოვი, მეორე კი დაღესტნელი, 37 წლის აბდულაღაპოვი აღმოჩნდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები, მესამე დამნაშავემ, აზერბაიჯანის მოქალაქემ კი მიმალვა შეძლო.

პოლიციამ დამნაშავეთა ავტომობილში 60 მილიონი რუბლის ოდენობის ოქროულობა აღმოაჩინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები