დამტვრეული ჩემოდნები და განადგურებული ბარგი – ავიამგზავრმა ჩემოდნებთან სასტიკად მოპყრობის ფაქტი დააფიქსირა.
„The Sun”-ის ინფორმაციით, შემთხვევა ჰონოლულუს აეროპორტში მოხდა და ერთ-ერთმა მგზავრმა მისი დეტალურად გადაღება შეძლო. კადრები სულ მალე სოც-ქსელებში გავრცელდა და მომხმარებლებმა ჩემოდნების გაფუჭების მიზეზები აღმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი აეროპორტის ადმინისტრაციამაც გაავრცელა და მგზავრებს სიტუაციაში გარკვევას დაპირდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ბარგთან დაუდევარი მოპყრობის ამსახველი კადრები წარსულშიც არაერთხელ გავრცელებულა და ვიდეოები მსოფლიოს სხვადასხვა დიდ აეროპორტებშია გადაღებული.