ბრიტანელმა საავტომობილო ჟურნალისტებმა გამოცემა Motoring-დან ყველაზე უსაფრთხო მეორადი ავტომობილების ჩამონათვალი შეადგინეს, რომლებიც დამწყები მძღოლებისთვის ყველაზე შესაფერისები არიან.
აღსანიშნავია, რომ რეიტინგში ძირითადად ბიუჯეტური და საშუალო სეგმენტი სავტომობილები მოხვდნენ, რომლებმაც EuroNCAP-ის მიერ ჩატარებული შეჯახების ტესტების შედეგებით უსაფრთხოების ხუთი ვარსკვლავი მიიღეს და 15 000 ფუნტ სტერლინგზე ძვირი არ ღირს.
რეიტინგის მეხუთე ადგილი სედან KIA Rio-ს ერგო, რომელიც ბრიტანეთის მეორად ბაზარზე 5 000 ფუნტი სტერლინგი ღირს. თავის დროზე მოდელმა EuroNCAP-სგან უმაღლესი შეფასება მიიღო, ხოლო CO2-ის გამონაბოლქვი 100გ/კმ-ს არ აჭარბებს.
მეოთხე ადგილი ახალბედა მძღოლებისთვის საუკეთესო ავტომობილებს შორის იაპონურმა ჰეთჩბექმა Toyota Yaris-მა მიიღო, რომელიც დაახლოებით 6 000 ფუნტი ღირს. ლიდერთა სამეულს კომპაქტური SEAT Mii ხსნის, რომელსაც საკმაოდ ბიუჯეტური ფასის მიუხედავად საბაზო აღჭურვილობაში აქვს ექსტრემალური დამუხრუჭებისა და სტაბილიზაციის ელექტრონული სისტემები.
მეორე ადგილი Volkswagen Up!-მა დაიკავა.
ახალბედებისთვის ყველაზე უსაფრთხო ავტომობილების პირველ პოზიციას კი 2012 წლის სამოდელო რიგის ჰეთჩბეკი Volvo V40 იკავებს. თავის დროზე მან უსაფრთხოების რეკორდი დაამყარა და ზრდასრული მგზავრების დაცვაში 98% მოაგროვა.