თოვლის მარხილის შემდეგ დანიამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა და საგზაო მოძრაობის წევრებად ე.წ. ჰოვერბოდი და სკუტერი დაასახელა. სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე აღნიშნული ტრანსპორტის მოძრაობის წესებიც გამოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ აქამდე ელექტრონულ სატრანსპორტო საშუალებებს უფრო გასართობი ფუნქცია ქონდათ და მათი გამოყენება პარკებსა თუ ფეხითმოსიარულეთა გზებზეც იყო შესაძლებელი. ამიერიდან კი მათი მეპატრონეები მხოლოდ ველოტრასებზე შეძლებენ გადაადგილებას და სატრანსპორტო მოძრაობის სრულუფლებიან მონაწილეებად ჩაითვლებიან.
აღსანიშნავია, რომ სიახლემ ველოსიპედისტთა უკმაყოფილება გამოიწვია, მათი აზრით ელექტრონული ტრანსპორტი მათთვის დიდი დისკომფორტი იქნება და ისინი ერთმანეთს ხელს აუცილებლად შეუშლიან.