LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დანიაში და ამერიკაში ქართველები ყველაზე კარგები არიან

157

ამერიკულ ლიგაში „სან ხოსემ“ ბოლო ტურში „დალასი“ დაამარცხა და სამი ქულა მოიპოვა, თუმცა წარმატება ამით არ დამთავრებულა.

MLS-მა კვირის სიმბოლური გუნდი დაასახელა, რომელშიც „სან ხოსეს“ ორი ფეხბურთელი მოხვდა და რაც მნიშვნელოვანი და სასიხარულოა, ორივე ქართველი.

ვაკო ყაზაიშვილმა „დალასის“ წინააღმდეგ დუბლი შეასრულა და კვირის საუკეთესოებში თავდამსხმელის პოზიცია დაიკავა.

საუკეთესოთა შორის მოხვდა გურამ კაშიაც, რომელიც გუნდის უკანა ხაზის ლიდერად ყალიბდება, არადა ჯერ სულ რაღაც სამი ოფიციალური მატჩი ითამაშა.

 

 

ყოჩაღობს დანიაში ლაშა პარუნაშვილი.
“ესბიერგსა” და “რანდერსის” შეხვედრსაში ლაშა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, ახლა კი ცნობილი გახდა, რომ “ესბიერგის” გულშემატკივრებმა 25 წლის ქართველი ივლისის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

“ესბიერგის” ოფიციალური ვებგვერედი წერს: “პარუნაშვილი გულშემატკივრებმა ივლისში “ესბიერგის” თვის ფეხბურთელად აირჩიეს. ვულოცავთ ჩვენ შრომისმოყვარე ნახევარმცველს”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g