LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დანიელსონი მეორედ არ ჩამოვიდოდა, შერიგების გეგმა რომ არ ჰქონდეს ევროპას: ხუხაშვილი

74
danielsoni 44

ამერიკელი სენატორების მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები, პოზიციამ და ოპოზიციამ სხვადასხვანაირად გაიგო. ფაქტია, სენატორები ამბობენ, რომ სიმართლე აპრიორი ერთი მხარისკენ არაა.

სენატორების განცხადებებს პოლიტიკური დაძაბულების განმუხტვის კიდევ ერთ შანსად აფასებს ექპერტი გია ხუხაშვილი.

როგორც „ფორტუნას“ ექსპერტმა განუცხადა, კრისტიან დანიელსონის მეორედ ჩამოსვლა, იმის უტყუარი ნიშანია, რომ ევროპას საქართველოსთან დაკავშირებით უკვე აქვს გარკვეული გეგმა.

„სენატორების განცხადება არის კიდევ ერთი შანსი. ქვეყანაში  პოლიტიკური ვითარება არის შემაშფოთებელი და მაღალი რისკის შემცვლელი. სენატორები  მოუწოდებენ ქართულ პოლიტიკურ ელიტას, გონს მოეგონ და  პოლიტიკური ჭიდაობის ჭრილში აღარ აცხოვრონ ქვეყანა,  პრიორიტეტი მიანიჭონ იმ დიდ რისკებს, რაც გვაქვს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ.

ამერიკული პოლიტიკა არ არის ჯერჯერობით ისე განწყობილი, რომ ხისტი პოზიციები გაატაროს საქართველოსთან მიმართებაში.  შეიძლება ითქვას, მოწოდების რეჟიმში არიან. მაგრამ მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება.  სამწუხაროდ კარგი არაფერი ხდება. აქედან გამომდინარე, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს არის ბოლო მცდელობა, რომ  ყველაფერი დალაგდეს.

კრისტიან დანიელსონმა შეიძინა გარკვეული გამოცდილება და გასაგებია, რომ მეორედ არ ჩამოვიდოდა, შერიგების  გარკვეული გეგმა რომ არ ჰქონდეს ევროპას. ევროპა უნდა იყოს ძალიან ხისტი. ახლა იმის დრო, რომ კიდევ ჩამოვიდეს და შეეცადოს, რომ  ხელისუფლება უბრალოდ დასვას და ერთმანეთთან ალაპარაკოს, არ გვაქვს. დანიელსონი უბრალოდ არ ჩამოდის, მას უნდა ჰქონდეს თავისი სამგზავრო რუქა, ევროპელებმა უნდა გამოიყენეონ, ე.წ. რბილი ძალა,  მხარეების იძულება“ . – განმარტა ექსპერტმა.

კითხვაზე, შერიგების იძულების რა ბერკეტი აქვს ევროპას, ხუხაშვილი პასუხობს:

„მხარეების შესარიგებლად ბერკეტი აქვს ევროპას. დაწყებული დახმარებების შეჩერებით… პირადი კეთილდღეობისთვის პრობლემების შექმნით დასრულებული. მოგეხსენებათ, ჩვენი პოლიტიკური ელიტის პირადი კეთილდღეობა ევროპაშია უზრუნველყოფილი.  დაპირისპირების დასრულების ბევრი მექანიზმი არსებობს და გარკვეული პრობლემების შეჩერება შესაძლებელია.

რომელმა უნდა დათმოს და რომელმა არა, ამაზე საუბარი აღარაა. აქამდეც უნდა დაეთმო ორივეს. მაგრამ რადგან ამას არ აკეთებენ, დათმობაზე საუბარი აღარაა. ევროპულმა მხარემ უნდა დადოს შეთანხმების თავისი ვარიანტი და უნდა აიძულოს მხარეები, რომ ამაზე მოაწერონ ხელი“.- ამბობს ხუხაშვილი.

ინფორმაცია იხ.ვრცლად სტატიაში შეუსრულებელი მისია 2 – “თუ დანიელსონმა კიდევ ვერ შეგვარიგა, გამოდის, რომ ხინკალი უნდა მოვიმარაგოთ, რაც შეიძლება ბევრი”

 

დანიელსონი მედიაციის გასაგრძელებლად საქართველოში დაბრუნდება: შარლ მიშელი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები