LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დანიელსონის გამოგზავნა მოწმობს, რომ ევროპელი პარტნიორები სერიოზულად არიან შეშფოთებულები: აკაკი ბობოხიძე

95
აკაკი ბობოხიძეე

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის აკაკი ბობოხიძის განცხადებით, შარლ მიშელის მხრიდან სპეციალური წარმომადგენლის გამოგზავნა იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები სერიოზულად არიან შეშფოთებულები საქართველოში მიმდინარე პროცესებით.

„სპეციალური წარმომადგენლის გამოგზავნა რომ მოუწიათ, უკვე მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები სერიოზულად არიან შეშფოთებულები საქართველოში მიმდინარე პროცესებით. იმედი მაქვს, რომ ამ სერიოზულობიდან გამომდინარე, სიღრმისეულად ვისაუბრებთ კრიზისის შექმნის წყაროებზე და არა ზედაპირულად“,- განაცხადა ბობოხიძემ.

ვაგრძელებთ საქართველოს აქტიურ მხარდაჭერას – კრისტიან დანიელსონი

საქართველოში ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილე ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი თბილისში 12 მარტს ჩამოვა.