LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დანიელთა უმრავლესობას არაჯანსაღი საკვების რეკლამა არ მოსწონს

117
5fb38c00-711c-11ef-b1e7-b5591311

დანიელთა ნახევარზე მეტი ფიქრობს, რომ მკაცრად უნდა აიკრძალოს ჩიფსების, ტკბილეულის და გაზიანი სასმლის რეკლამა ინტერნეტში, რათა ბავშვები და ახალგაზრდები სიმსუქნისგან დაიცვან. ასეთი დასკვნა კიბოსთან ბრძოლის დანიურმა ასოციაციამ გაავრცელა.

გამოკითხულთა 55% ასევე მიიჩნევს, რომ კომპანიებმა, რომლებიც არაჯანსაღ საკვებს აწარმოებენ, შეფუთვაზე არ უნდა გამოიყენონ მულტფილმის გმირების ნახატები ან ცნობილი ადამიანების სახეები.

დანიაში უკვე განიხილავენ კანონპროექტს, რომელიც არეგულირებს იმ რეკლამის წესებს, რომელსაც ბლოგერები უშვებენ. შესაძლოა შეზღუდვაში მოხვდეს ასევე გამოწვევები და კონკურსები მავნე საკვებით (მაგალითად, გაზიანი სასმლის თუ ტკბილეულის სწრაფად მირთმევის შეჯიბრი).

დაბოლოს, კიბოსთან ბრძოლის საზოგადოებას სურს დააწესოს ნორმები პროდუქტში მარილის, შაქრის თუ ცხიმების შემცველობასთან დაკავშირებით, იმისათვის რომ მათი ინტერნეტში რეკლამირება იყოს ნებადართული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები