LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დანიის პრემიერი: ვესაუბრე ირაკლი ღარიბაშვილს, გამოვხატე დანიის სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ერთიანობისთვის

118
დანიის პრემიერი და ღარიბაშვილი

„ვესაუბრე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და გამოვხატე დანიის სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ერთიანობისთვის“, – ამის შესახებ დანიის სამეფოს პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერისკენი „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე წერს.

როგორც მეტე ფრედერისკენი აღნიშნავს, დანია და ევროკავშირი დგას აღმოსავლეთ პარტნიორების გვერდით და სურს საჭირო დახმარების აღმოჩენა.

„დღეს ვესაუბრე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და გამოვხატე დანიის სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ერთიანობისთვის. დანია და ევროკავშირი ვდგავართ ჩვენი აღმოსავლეთ პარტნიორების გვერდით და გვსურს საჭირო დახმარების აღმოჩენა“, – წერს დანიის სამეფოს პრემიერ-მინისტრი.

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: თხოვნით მივმართავ კოლეგებს, მეტად დაუჭირონ მხარი პარტნიორ ქვეყნებს, განსაკუთრებით კი, მოლდოვასა და საქართველოს

სლოვენია საქართველოს ევროკავშირში წევრობას მხარს უჭერს : სლოვენიის პრემიერ-მინისტრი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g