LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დანკინში WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

130
DD Pick Up

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო და მომხმარებელს საშუალება აქვს, დაზოგოს დრო და ხარჯები, წინასწარ შეუკვეთოს მობილური აპლიკაციით სასურველი მენიუ, მიუთითოს პროდუქტის აღების მისთვის სასურველი დრო და თავად წაიღოს შეკვეთა ხელმისწვდომი „დანკინის“ ამერიკული რესტორნიდან. მომხმარებელი იღებს ცალკე ელექტრონულ შეტყობინებას, როდესაც პროდუქცია მზად არის წასაღებად. 

WOLT –თან თანამშრომლობა “დანკინმა“ მიმდინარე წლის გაზაფხულს დაიწყო- აქამდე მომხმარებელს მხოლოდ ის შეეძლო, რომ WOLT – ის საშუალებით „დანკინის“ მენიუ  მიეღო მისთვის სასურველ მისამართზე. თუმცა, მომხმარებლის აქტიურობიდან გამომდინარე, კომპანია მუდმივად ცდილობს, საინტერესო შეთავაზებებით წაახალისოს ისინი ერთგულებისათვის.

„ვფიქრობთ, დანკინში WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი მომხმარებლსთვის უგემრიელესი მენიუს მიღების უფრო მოსახერხებელი და მიმზიდველი ფორმაა. სასურველ დროს, სასურველი რესტორნიდან ლოდინისა და დამატებითი ხარჯების გარეშე, მათ შეუძლიათ დილა, შუადღე თუ საღამო „დანკინის“ ენერგიული ყავითა და უგემრელესი კერძებით შეივსონ, თან ისე, რომ  შეყოვნების გარეშე აყვნენ ცხოვრების ყოველდღიურ რითმს. თან „დანკინის“ ქართულ რესტორნებში დღესდღეობით უმაღლესი ხარისხის იტალიურ ესპრესოზე დამზადებული 25 სახეობის ცივი და ცხელი ყავაა წარმოდგენილი და კერძების მენიუს ფართო არჩევანიც გულგრილს ვერავის დატოვებს“, – აცხადებს „დანკინის“ გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g