LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაპატიმრებულია ჩვენი თეატრის მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი, ასევე, ფიზიკურად გაუსწორდნენ დასის სხვა წევრებს და უამრავ ახალგაზრდას, რომელიც ჩვენი უცვლელი მაყურებელია.. ჩვენ ვაჩერებთ ჩვენს რეპერტუარს“ – რა განცხადებას ავრცელებს „ახალი თეატრი“

208
468910033_968751245281234_8805290305339134045_n

ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ დროებით მუშაობას აჩერებს.

„დაპატიმრებულია ჩვენი თეატრის მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი. ასევე, ფიზიკურად გაუსწორდნენ დასის სხვა წევრებს და უამრავ ახალგაზრდას, რომელიც ასევე ჩვენი უცვლელი მაყურებელია.

თეატრის უმთავრესი დანიშნულებაა, ზუსტად გრძნობდეს საკუთარი ქვეყნის პულსაციას და იდგეს თავისი მაყურებლის გვერდით, თეატრის კედლებში და მის გარეთ.

ვისთვისაც ჩვენ ვშრომობთ, ის ხალხი ახლა ქუჩებში დგას და იბრძვის ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.

ამიტომ ჩვენ ვაჩერებთ ჩვენს რეპერტუარს და ვიმოქმედებთ ქვეყანაში მოვლენების და პროცესების განვითარების მიხედვით.

ძვირფასო მაყურებელო! დიდ ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის .

თქვენი შეძენილი ბილეთები სპექტაკლებზე: 30 ნოემბრერი „მეფე ლირი“, 1,2 დეკემბერი „შეყრა“, 3,4 დეკემბერი „გაყრა“, 5,6 დეკემბერი „მე გადმოვცურავ ზღვას“ –

შეგიძლიათ დააბრუნოთ საიტზე tkt.ge ან დაელოდოთ ახალი თარიღების გამოცხადებას.

სიყვარულით და პატივისცემით ,,ახალი თეატრი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g